The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის“ სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ისრაელი ირანთან ომში იმის გამო იმყოფება, რომ აღკვეთოს „მეორე“ ისლამური ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება.

ყოფილ სამხედრო ოფიცერ ავი ჰარუშის პოდკასტში, რომლის შვილიც ღაზაში ბრძოლისას დაიღუპა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაცემული მეომრების პატივსაცემად ბავშვებისთვის სახელების შერჩევის ტრადიციაზე ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილთან შეხვედრა, რომელიც ბაბუის სახელს ატარებს.

პრემიერის თქმით, ჩერჩილის შვილიშვილი „სასიმოვნო პიროვნება“ და „ისრაელის მხარდამჭერი“ იყო, რომელიც 1967 წლის ექვსდღიან ომს დადებითად აფასებდა.

„ახლა სცადეთ მსგავსი განწყობის პოვნა ბრიტანეთში - ან იმაში, რასაც ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად მოიხსენიებენ. ვერაფერს მსგავსს ვერ ნახავთ“, - აღნიშნა მან.

„ვიღაცამ თქვა, რომ პირველი ისლამური რესპუბლიკა ბირთვული იარაღით „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ იქნებაო. ასე რომ, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ირანში მსგავსი მეორე არ გამოჩნდეს“, - დასძინა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786644956

ახალი ამბები

პიტ ჰეგსეთი: აშშ-ს შეუძლია ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით გააგრძელოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სამხედროებს შეუძლიათ ირანის პორტების ბლოკადა იმდენ ხანს გააგრძელონ, რამდენიც საჭირო იქნება. „შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს გა...

პიტ ჰეგსეთი

1786643718

ახალი ამბები

„ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“ - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა...

 დევდორაკის ხეობა

1786642038

მსოფლიო

იტალიის შს მინისტრი აცხადებს, რომ ესპანეთიდან ჩასული მოგზაურების შემოწმება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები იარსებებს

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოზიმ განაცხადა, რომ რომი ესპანეთიდან ჩასული მოგზაურების შემოწმებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები ი...

იტალიის შს მინისტრი

1786639397

ახალი ამბები

ირანის არმია სიცრუეს უწოდებს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს

ირანის ცენტრალურმა სარდლობამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი აქვს. ირანის ცენტრალური სამხედრო სარდლობის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ზ...

ირანის არმია

1786638336

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000-მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა, დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა „ფიზიკური წყვეტისგან“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სწორ შეფასებას უკეთებს ტრაქტ...

თამარ ჩიბურდანიძე: