Reuters: რეკორდული წვიმის გამო ათასობით მგზავრი ტოკიოს აეროპორტში ჩარჩა, წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა, არის მსხვერპლი
იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩიბას ზოგიერთ ნაწილში 24 საათის განმავლობაში 360 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა. სააგენტოს მიხედვით, დადასტურებულია ოთხი ადამიანის დაღუპვა, ხოლო ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
22 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო ასობით ადამიანმა ღამე დროებით ევაკუაციის ცენტრებში გაატარა. რკინიგზის მუშაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა მოგვიანებით ნარიტასა და ტოკიოს დამაკავშირებელი ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა აღდგა, რამაც საცობების შემცირებას შეუწყო ხელი.
ნარიტას აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეისები ჩვეულებრივად სრულდებოდა, თუმცა ავიაკომპანია Japan Airlines-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა ზოგიერთი რეისი დაგვიანდეს, მაგრამ ფრენების გაუქმება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
ამასთან, როგორც Reuters-ი იუწყება, სამაშველო სამუშაოებში სამხედრო მოსამსახურეებიც ჩართეს, რადგან ხელისუფლება წყალდიდობას და რეგიონში ტრანსპორტის მნიშვნელოვან შეფერხებებს ებრძოდა.
1786654148
მსოფლიოსერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს. „სამიზნეები ის გემები იქნებიან, რომლებიც მოქმე...
1786652632
მსოფლიოტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ საბერძნეთის კურორტებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს - ბერძნული მედია
საბერძნეთის ქალკედონის ნახევარკუნძულზე მდებარე საკურორტო სოფლებიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან რეგიონში ხანძარი მძვინვარებს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. საბერძ...
1786651151
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს
აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის ჩანაცვლებას გეგმავს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ USS Abraham Lincoln-ის ბორტზე მყოფი მეზღვაურები რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ზღვაში ყოფნისგან გადაღლი...
1786646197
ახალი ამბებისაქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა...
1786644956
ახალი ამბებიპიტ ჰეგსეთი: აშშ-ს შეუძლია ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით გააგრძელოს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სამხედროებს შეუძლიათ ირანის პორტების ბლოკადა იმდენ ხანს გააგრძელონ, რამდენიც საჭირო იქნება. „შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს გა...































