„მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს“ - სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში კოტეჯების აშენებას დაჰპირდა.
ბრალდებულმა მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ წინასწარ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეასრულა და მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოქალაქეებს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მამაკაცი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794599214
სპორტი14 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს
14 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი უნგრელებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს. დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მთავარმა მწვრთნე...
1794597235
საზოგადოებანინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა
დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობიდან დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მონახულებით ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული...
1794595990
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთში დავამყარეთ კარგი კავშირები, ჩვენს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტ...
1794593972
საზოგადოებასავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
სსფ-ს მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. მისიის დასასრულს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ფინანსური...
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...



























