საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია: საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ.
მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან გამართეს შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები.
„მისიის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაცია, შეჯამებულია ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებულ პრესრელიზში და ხაზგასმულია, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებისა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინარჩუნებს მის წინა პროგნოზებს და 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 7.2 პროცენტის, ხოლო 2027 წელს 5.7 პროცენტის ფარგლებში მოელის, რაც გულისხმობს, რომ ზრდა საშუალოვადიან პოტენციურ, 5-პროცენტიან ზრდის ტემპს თანდათან უახლოვდება და თავის მხრივ, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში, ასევე, დადებითად არის აღნიშნული საქართველოს საგარეო პოზიციის გაძლიერება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და გარე შოკების მიმართ მედეგობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. მათი პროგნოზით, 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.5 პროცენტის დონეზე იქნება, რაც თავდაპირველ პროგნოზზე დაბალია და მათ შორის, შემოსავლების მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 33 პროცენტამდე დაიკლებს.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, კი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ის 2.5%-ის ოდენობით, რაც ითვალისწინებს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასებისა და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი ვიზიტი „მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ ფარგლებში დაგეგმილია 2027 წლის აპრილში.
შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ. ნინო მიქელაძე და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ. სიმონ ედიშერაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794599214
სპორტი14 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს
14 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი უნგრელებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს. დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მთავარმა მწვრთნე...
1794597235
საზოგადოებანინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა
დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობიდან დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მონახულებით ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული...
1794595990
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთში დავამყარეთ კარგი კავშირები, ჩვენს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის
ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტ...
1794593972
საზოგადოებასავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
სსფ-ს მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. მისიის დასასრულს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ფინანსური...
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...



























