მშენებარე ობიექტის მეპატრონეებს შენობების ექსპლუატაციაში შესვლამდე, დასუფთავების გადასახადის გადახდა დაევალათ
თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, ნარჩენების მართვის და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ.
დადგენილების მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ მრავალ ფუნქციური მშენებარე ობიექტის მეპატრონეს მის ექსპლუატაციაში შესვლამდე კვ.მ-ზე 0.5 ლარის გადახდა მოუწევს, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტისთვის ეს ტარიფი 0.1 ლარით განისაზღვრება.
ახალი გადასახადის გადახდა ბიზნესს 1 აპრილიდან გაცემულ ნებართვებზე მოუწევს.
"თბილსერვისის" დირექტორი დავით ფაჩულია ამბობს, რომ გადაწყვეტილება სექტორთან კომუნიკაციისა და შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ იქნა მიღებული.
„კვლევა ჩატარდა და იყო არაერთი შეხვედრა დეველოპერულ ბიზნესთან, სადაც განხილული იყო ყველა ნაბიჯი, ყველა ეტაპი, როგორ უნდა ყოფილიყო ეს პროცესი და რატომ იყო საჭირო.
ეს არ არის სიახლე მათთვის.
რაც შეეხება საჭიროებას, დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა დღემდე ხდებოდა მხოლოდ სამშენებლო მასალისთვის, თუმცა ამის გარდა მათ წარმოეშობათ მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენიც, რომელიც ხვდება მუნიციპალიტეტის მიერ განთავსებულ კონტეინერებში, ანუ მისი გატანისთვის საჭირო ხარჯს წევს მუნიციპალიტეტი.
შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ხდებოდა დედაქალაქის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადით მათი სუბსიდირება, შესაბამისად ეს არ იყო სწორი და ამის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
მოხდა გაანგარიშება, რის შედეგადაც დადგინდა ერთ კუბურ მეტრზე ნარჩენების გადასახადის მოსაკრებელი.
არსებობს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ, სადაც ზედა ზღვარი ფიზიკურ პირზე არ უნდა აღემატებოდეს 3 ლარს და იურიდიულზე 25 ლარს, ეს ნარჩენი, რომელიც იყო წარმოშობილი, შევაფარდეთ ამ 25 ლარს და აქედან გამოვიყვანეთ 0.5 ლარი. ეს ეხება 1 აპრილიდან გაცემულ ნებართვებს“, - განმარტა „საქმიანი დილას“ ეთერში დავით ფაჩულიამ.
წყარო: BMG
ასევე დაგაინტერესებთ:
* ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ
1776429784
ახალი ამბებიგია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის...
1776429729
საზოგადოებადავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის
„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომ...
1776429338
საზოგადოებაეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა...
1776428705
ახალი ამბებილევან ვეფხვაძე: დღეს ენერგეტიკის სექტორში დეველოპერებისთვის გაცილებით პროგნოზირებადი გარემოა, რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობისთვის
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის თემაზე საჯარო დისკუსიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პირადად მონაწილეობს. ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელიც ენერგეტიკის სექტორს თავისთავა...
1776428567
ახალი ამბებიყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე...





























