მთავრობა გეოლოგიური პროცესებით, დიდთოვლობით და ხანძრით დაზარალებულ 598 ოჯახს 5 583 477 ლარით დაეხმარება
მთავრობა გეოლოგიური პროცესებით, დიდთოვლობით და ხანძრით დაზარალებულ 598 ოჯახს 5 583 477 ლარით დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ 526 ოჯახს ფინანსური დახმარება 4 848 587 ლარის ოდენობით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო გეოლოგიური პროცესების და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 72 ოჯახს, თანხა 737 890 ლარის ოდენობით აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა.
საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. კომისიის რეკომენდაცია ხელმოსაწერად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
მიმდინარე წელს, სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 419 ოჯახს, საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 4 207 264 ლარის ოდენობით უკვე გამოეყო.
1770708187
ახალი ამბებიმსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შე...
1770707991
ახალი ამბებიშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმ...
1770707861
ახალი ამბებიფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარასა და იმერეთში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი ორ ობიექტს შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენ...
1770705209
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....
1770704692
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით...































