პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებმა.

„დღეს, პარლამენტში სამუშაო დღე სისხლის დონაციის ტრადიციული აქციით დავიწყეთ. მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ აქციაში და უანგაროდ გაიღო სისხლი. ეს არის უმნიშვნელოვანესი აქცია, რომელსაც შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მოქალაქეებს მოგიწოდებთ, თუ საშუალება გაქვთ, გაიღეთ სისხლი და გადაარჩინეთ სიცოცხლე“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

სისხლის დონაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

„სისხლის უანგარო დონაცია არის სოლიდარობის საუკეთესო ფორმა. თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლით მინიმუმ ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დააარსა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მისი მიზანია საზოგადოებაში უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სიცოცხლის გადარჩენის პროცესში დონაციის როლის ხაზგასმა.

სისხლის უანგარო დონაციის აქცია პარლამენტში ყოველ წელს იმართება. დონაციის აქცია საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკმა ჩაატარა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749810581

ახალი ამბები

სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტზე ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე იმსჯელა. სასამართლომ ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე ოთხი ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართ...

ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე

1749809614

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ ისრაელის სამხედრო ქმედებას ირანის წინააღმდეგ, რაც გაეროს წესდების დარღვევაა

რუსეთი უკიდურესად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში არსებული სახიფათო ესკალაციით და მკაცრად გმობს ისრაელის სამხედრო ქმედებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართ...

რუსეთის საგარეო უწყება

1749808939

ახალი ამბები

კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო - „მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თუ რა შეუძლია ერთობას“

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო,...

კახა კალაძე

1749805860

ახალი ამბები

კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. მისივე განმარტებით...

კახა კალაძე

1749805015

მსოფლიო

ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ყველა ირანული დრონი ჩამოაგდეს

ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის საჰაერო იერიშის საპასუხოდ გაუშვეს, განადგურებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმა...

ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებ