ზურაბ ქადაგიძე: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მხოლოდ, კონკრეტული პროცედურების შედეგად არის შესაძლებელი და ეს არ არის ტუსკზე, მაკრონსა თუ რომელიმე სხვა აქტორზე დამოკიდებული

„ყველას მოუწევს საქართველოსთან დამოკიდებულებების გადატვირთვა, გამომდინარე რეალობიდან, კონტექსტიდან და იმ გეოპოლიტიკური ბატალიებიდან, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობას და სწორ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო ღირსეულად ატარებს დღემდე“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
ექსპერტმა ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ ის საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდონ ან შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. ზურაბ ქადაგიძის თქმით, ეს იყო უბრალოდ, მუქარა და ამით ტუსკმა აქაურ აგენტებს მორიგი სატოპკე აუწია.
„მოდი, შევთანხმდეთ, რომ უკვე სასაცილო გახდა სახელმწიფოთა შორის მეგობრობაზე საუბარი. ზოგადად, არ არსებობს სახელმწიფოთა შორის მეგობრობა, არსებობს მხოლოდ სახელმწიფოთა შორის ინტერესები. ხუმრობით კი, „დაუძინებელი მეგობრობა“ ნამდვილად შესაძლებელია და ასეთი გვყავს სენატორი ჯო ვილსონი, რომელიც ღამეებს ათენებს საქართველოზე ფიქრში.
ყველას მოუწევს საქართველოსთან დამოკიდებულებების გადატვირთვა. გამომდინარე რეალობიდან, კონტექსტიდან და იმ გეოპოლიტიკური ბატალიებიდან, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობას და სწორ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო ღირსეულად ატარებს დღემდე.
რაც შეეხება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდონ ან შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან - ვფიქრობ, ამით მან აქაურ აგენტოკრატებს უბრალოდ, სატოპკე აუწია. მთავარია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კონკრეტული პროცედურების განხორციელების შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი. ეს არ არის ტუსკზე, მაკრონსა თუ ზოგადად, გარკვეულ აქტორებზე დამოკიდებული. ასეთ დროს კონკრეტული ინდიკატორები ფასდება - კრიმინოგენური სიტუაცია, საიმიგრაციო პოლიტიკა და ა.შ, რომელთაც სერიოზული კვლევა, ანგარიშის დადება, შეთანხმება საბჭოებთან, გატანა მოსმენაზე და ა.შ. სჭირდებათ. ანუ, კოლოსალურ მუშაობაზეა აქ საუბარი. შესაბამისად, ტუსკის მხრიდან ეს იყო უბრალოდ ის მუქარა, რომელიც აქამდეც არაერთხელ გაგვიგონია“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.
1749805860
ახალი ამბებიკახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. მისივე განმარტებით...
1749805015
მსოფლიოისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ყველა ირანული დრონი ჩამოაგდეს
ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის საჰაერო იერიშის საპასუხოდ გაუშვეს, განადგურებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმა...
1749803899
ახალი ამბებიგია ვოლსკი მმართველი გუნდის საჩივრებზე: ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან
„ქართული ოცნებისთვის“ თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ როგორმე თავი დაიცვას ფსიქოლოგიური ტერორისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ...
1749802838
ახალი ამბებიგორში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხ...
1749801468
ახალი ამბებისაქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოე...