ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა

ინდოეთში  მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა.

როგორც ინდურ მედიას გადარჩენილმა მგზავრმა განუცხადა, აფრენიდან 30 წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.

„როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, - განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.

მედიის ცნობით, ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 - ბრიტანეთის, 7- პორტუგალიის და 1 - კანადის.

მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1749816502

ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

1749813952

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური და უმაღლესი თანამდებობის პირები დაიღუპნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადეჰი დაიღუ...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1749812487

ახალი ამბები

„ირანმა ყველაფრის დაკარგვამდე შეთანხმება უნდა დადოს, სანამ გვიანი არ არის“ - ტრამპი ირანს მოუწოდებს, ბირთვულ შეთანხმებას დათანხმდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ბირთვული შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. ტრამპი აღნიშნავს, რომ მან ირანს შეთ...

დონალდ ტრამპი

1749811472

ახალი ამბები

კახა კალაძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე: შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან საწყენია - საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის

„ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთ...

კახა კალაძე

1749810581

ახალი ამბები

სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტზე ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე იმსჯელა. სასამართლომ ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე ოთხი ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართ...

ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე