თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 ნოემბერს დილის საათებში, ქ. თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომლებს და ხის ჯოხით სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა პოლიციის სამ თანამშრომელს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1749818158

ახალი ამბები

საქსტატი: 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ათ მილიარდ დოლარამდე შეადგინა

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ათ მილიარდ დოლარამდე შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ცნობით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 13 მთელი სამი...

საქსტატი:

1749816638

ახალი ამბები

„ბათუმში ერთ-ერთ სუპერმარკეტში პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით მოლარეს თავს დაესხნენ და 2145 ლარს დაეუფლნენ“ - ბრალდებულებს 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურ...

საბერძნეთში ქალის სექსუალური შევიწროებისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს

1749816502

ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

1749813952

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური და უმაღლესი თანამდებობის პირები დაიღუპნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადეჰი დაიღუ...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1749812487

ახალი ამბები

„ირანმა ყველაფრის დაკარგვამდე შეთანხმება უნდა დადოს, სანამ გვიანი არ არის“ - ტრამპი ირანს მოუწოდებს, ბირთვულ შეთანხმებას დათანხმდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ბირთვული შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. ტრამპი აღნიშნავს, რომ მან ირანს შეთ...

დონალდ ტრამპი