ზაალ ანჯაფარიძე ტურიზმის სტატისტიკაზე: როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, გეხსომებათ რამდენი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, გამოხდა ხანი და პარტნიორობამ პირველი ნაყოფები გამოიღო
„9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რითაც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტების ზრდის სტატისტიკას ეხმიანება.
როგორც ის აცხადებს, აღნიშნული ზრდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის კონკრეტულ შედეგებზე მიუთითებს.
„როგორც ანალიტიკოსი, ვცდილობ რომ აუდიტორიას მხოლოდ მშრალი ციფრებით არ ვესაუბრო, არამედ გავაკეთო ისე, რომ ციფრები ალაპარაკდნენ და რაც მთავარია, მათ კონტექსტი აჩვენონ. როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, გეხსომებათ რამდენი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, მათ შორის ტაივანიდან მსუყედ დაფინანსებული. გამოხდა ხანი და პარტნიორობამ პირველი ნაყოფები გამოიღო. ბოლო 9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. 2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან 119,081 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-ით, +22,748 ვიზიტით მეტია. ეს ნიშნავს საქართველოში შემოსულ მყარ ვალუტას (ჩინელებზე ვერ იტყვი რომ კარგი მხარჯველები არ არიან), ეს ნიშნავს უამრავ ახალ ადამიანურ (people to people) კონტაქტს, ახალ ბიზნესკავშირებს და, რა თქმა უნდა, ცნობიერ და ემოციურ დაკავშირებადობას, რასაც ფულით ვერ გაზომავ. მაქვს სრული საფუძველი ვიფიქრო, რომ მომავალში, ეს ციფრები სერიოზულად გაიზრდება. მთავარია ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
1792511629
ახალი ამბებიშაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება, ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც...
1792510144
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური ლაითურის დაწესებულებაში პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიუ...
1792507680
ახალი ამბებიპარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში...
1792506329
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე
„მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა და 119,081 ვიზიტი შეადგინა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის...
1792504819
მსოფლიოკოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით ოქროს არალეგალური მაღარო ჩამოინგრა, - ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა დ...































