მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მათი საჭიროებები უმოკლეს ვადებში მოგვარდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებთან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და ხაზი გაუსვა შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია.
შეხვედრისას, თითოეული რეგიონის მიხედვით დეტალურად განიხილეს არსებული პროექტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, ასევე, იმსჯელეს საჭიროებებზე, როგორიცაა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი წყალმომარაგება, თუ შიდა გზების მოწესრიგება.
"ხაზი გაესვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების უმოკლეს ვადებში გადაჭრა", – ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
🔳 სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა
🔳 17 იანვარი ლეგენდარული მოჭადრაკის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა
1793628822
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს
„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...
1793627463
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...






























