მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს
საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა. ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია.
აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1738593249
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ხალხი ათწლეულებით უსწრებს მთელ მსოფლიოს - მათ შორის აშშ-სა და ევროპას - დრონების ტექნოლოგიით და სხვა ინოვაციებით
ვისურვებდი, რომ მარკო რუბიო უკრაინაში ჩავიდეს. ვფიქრობ, მან ნამდვილად უნდა ნახოს, რა გააკეთა რუსეთმა. მან განაცხადა, რომ ომმა უკრაინა ასი წლით უკან დააბრუნა. ვფიქრობ, ეს განცხადება კითხვებს აჩენს, - ა...
1738591662
ახალი ამბებიპაპუაშვილი: როცა ძალადობას მშვიდობას ეძახის ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას, თუ მშვიდობაა მაგისტრალების გადაკეტვა, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ თავიანთ ავტობანებზე
„პოლიციის ამოცანაა, დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას, სწორედ ეს გააკეთა პოლიციამ გუშინ. როცა არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭიროა საპოლიციო ძალის გამოყენება, რომ მოხდეს შეკავება. როდესაც ძალადობას ე...
1738590452
საზოგადოებანინო სალუქვაძე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს
მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე...
1738588080
ახალი ამბებილარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8563 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1738585864
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია
„მინდა შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარ...