შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია
„მინდა შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მუშაობის შეფასებისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.
„ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ მცდელობა, არ ეღიარებინათ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატები და ამით გარკვეულწილად ჩრდილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი, ეს ოპოზიციას, მის მხარდამჭერ და გვერდში მდგომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ შორის, ზოგიერთ უცხოურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჰარმონიულად და ორკესტრირებულად მუშაობდნენ, ჩაუვარდათ. ეს მცდელობა ჩვენი დელეგაციის ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩავარდა და დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი იქნა, თუმცა ის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებთ. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეა თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს დაუბრუნდეს, რაც დემოკრატიის და ხალხის ნების პატივისცემაზეა დამყარებული. თუკი ერთმანეთის სუვერენიტეტს და არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას პატივი არ ვეცით, მაშინ რთულია ვისაუბროთ საერთაშორისო თანამშრომლობის იმ პრინციპებზე, რომელზეც თანამედროვე სამყაროა დამყარებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1738582980
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება, თუ უნდათ მზია ამაღლობელი კარგად იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს
„ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, ქალბატონი მზია დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი - ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფე...
1738582219
სპორტი„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ - მამუკა მდინარაძე
„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ...
1738581331
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა, ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას
„მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას“, - განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდ...
1738580533
ახალი ამბებისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გუშინ აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2025 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებ...
1738578606
ახალი ამბებიათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა - არსებული ცნობით, მძღოლი მიიმალა
ორბელიანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ბოძები გაიტანა და...