მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ზ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო. ერთ-ერთი დაჭრილი - 1979 წელს დაბადებული გ.ბ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ გ.ბ.-ს სასიკვდილო დაზიანება 1991 წელს დაბადებულმა ლ.ზ.-მ. მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული ლ.ზ. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დამატებითი დეტალების დადგენისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1777205949
მსოფლიოპედრო სანჩესი: ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა. ძალადობა არასდროს არის სწორი გზა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა....
1777203752
მსოფლიოჯორჯია მელონი: პოლიტიკურ სიძულვილს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს
„პოლიტიკურ სიძულვილს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს“, - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი. ჯორჯია მელონი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება. „არ დავუშვე...
1777201537
მსოფლიოკაია კალასი: დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი სოციალური ქსელში გამოეხმაურა. კაია კალასი წერს, რომ დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ...
1777201423
მსოფლიოდონალდ ტრამპი თავდასხმის მცდელობაზე: ეს ირანში ომის მოგებას ხელს ვერ შემიშლის
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე მომხდარ თავდასხმასა და ირანში მიმდინარე ომთან კავშირის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. დონალდ ტრამპის თქმით, ის „არ ფიქრობს“, რომ...
1777198700
მსოფლიოკირ სტარმერი: დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მკაცრი ფორმით უნდა იყოს დაგმობილი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება. „შოკირებული ვარ ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე...



























