გორდულაძე: გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ ბრძოლაში კი საკანონმდებლო ცვლილებების თუ პრაქტიკული ღონისძიებების საბოლოო მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს
გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს და არის, გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ყოველდღიურად ბრძოლა და ამ ბრძოლაში, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება, საბოლოო მიზანი ის არის, რომ ერი, როგორც ასეთი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას.
„კანონი არ იქმნება იმისთვის, რომ რეპრესიული იყოს ან ვინმეს რაღაც პასუხი მოეთხოვოს. პირველ რიგში, რაც არის კანონის მთავარი მიზანი - ეს არის, რომ პრევენცია მოახდინოს, და რისი პრევენცია, გარკვეული დარღვევის. მაგალითად, შეიძლება 10 ადამიანი დადგეს ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხელები რომ ჩავკიდოთ ერთმანეთს და მაგალითად გზა გადავკეტოთ. შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია? ფიზიკურად ეს შეგვიძლია. მაგრამ ავიღოთ 1 ქვეყნის მაგალითი მაინც, სადაც შესაძლებელია, რომ 300 რაღაც დღის განმავლობაში, შეიძლება 400-ზეც არიან ასულები უკვე, აღარ მახსოვს, თვითონ ითვლიან ხოლმე, ამ ბუღალტერიაში თვითონ არიან შესულები, უბრალოდ, ვიძალადოთ 50-100-მა ადამიანმა მილიონ ორასი ათასზე. ერთი ქვეყნის მაგალითი ამისი არსებობს? პირდაპირ გეტყვით, რომ არა. მე რომ მინდა რაღაცის გაკეთება, მაინც და მაინც ისე უნდა გავაკეთო ნებისმიერი რამე, რომ სხვას პრობლემა შევუქმნა? თუ შემთხვევით ასე მუშაობს ნებისმიერი ადამიანის უფლება, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები.
გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს და არის, გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ყოველდღიურად ბრძოლა და ამ ბრძოლაში, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება, საბოლოო მიზანი ის არის, რომ ერი, როგორც ასეთი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
1777190973
სპორტისარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია. დიდი ათის ფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა ქუთაისის „არესი“ 38:6 დაამარცხეს და ჩემპიონები ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მეექვსედ გახდნენ. გამარჯვებ...
1777189355
მსოფლიომაკრონი: ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ - ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის მსხვერპლნი და ამ ომის მსხვერპლნიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო
„ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ემანუელ...
1777189268
ახალი ამბებიაჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშე...
1777188370
ახალი ამბებიპოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნო...
1777188252
ახალი ამბებიპოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკუ...






























