მარიამ ქვრივიშვილი: დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური
„მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროცედურა, რომელიც დღეს კანონითაა დადგენილი, სააგენტოს მხრიდან ზედმიწევნით სრულდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში.
ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში მსხვილი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც, თავის მხრივ, ფართო საჯარო განხილვებსაც გულისხმობს.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება იაზრებს და იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტ საჯარო დიალოგს საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან.
„ეს არის თემა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი მითების, საკმაოდ ბევრი მისინტერპრეტაციის საგანი გახდა. რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
ასევე, ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რომელიც უზრუნველყოფს სწორ ბალანსს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, ეკონომიკის განვითარების, ენერგოუსაფრთხოების, ისევე როგორ ენერგეტიკული სექტორის განვითარების და გარემოს დაცვის თითოეული მნიშვნელოვანი კომპონენტის ზედმიწევნით გათვალისწინებით. ეს უზრუნველყოფს მთელი ამ პროექტის მდგრადობას არამხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სოციალური და გარემოს დაცვით ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი პროცედურის შესაბამისად, პროექტების განხილვის, დაწყებისა და დასრულების ფაზებში ყველა ზემოაღნიშნული პირობა გათვალისწინებულია და ამ საკითხზე ყველა უწყება და ჩართული მხარე აქტიურად მუშაობს.
1775326242
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ
იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1775325012
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული
დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქა...
1775324523
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრი...
1775324036
საზოგადოებაპრემიერი: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით
უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და...
1775322738
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 10-წლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა
გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტე...



























