მყარი რუბლის პირობებშიც იქნება სიღატაკე, ინფლაცია და ეკონომიკის ვარდნა - რომან გოცირიძე
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე ფეისბუკის საკუთარ გვეერდზე წერს, რომ რუსეთის ეკონომიკური კრახის პირობებში რუბლის გამყარება ცუდი მოვლენების გამოძახილია, ვიდრე კარგის.
“რუსეთს ეკონომიკური კრახი ემუქრება, რუბლი კი მყარდება. პარადოქსია არა? ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვალუტის გამყარება ცუდი მოვლენების გამოძახილია, ვიდრე კარგის.
რუსული რუბლი მთლიანად დარეგულირებულია, როგორც გვიყვარს თქმა, “ხელოვნური კურსია”. უცხოური კაპიტალის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი რუსული კომპანიები და უცხოური კომპანიები ჩამოცილებული არიან სავალუტო და საფონდო ბაზარს. კაპიტალის გატანა აკრძალულია, ვალუტის გადარიცხვაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული და ლიმიტებია დადგენილი, ექსპორტიდან ამონაგები ვალუტის 80 პროცენტი აუცილებლად უნდა გაიყიდოს ბირჟაზე და რაც მთავარია, სანქციების გამო რუსეთის იმპორტი არნახულად შემცირდება( ანუ ვალუტის შეძენა არ დასჭირდებათ იმპორტიორებს). პლიუს, ნავთობზე და გაზზე მზარდი ფასები ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით უზრუნველყოფს მიმდინარე ანგარიშის დადებით სალდოს.
მოკლედ, მყარი რუბლის პირობებშიც იქნება სიღატაკე, ინფლაცია და ეკონომიკის ვარდნა, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური იზოლაცია.
რუსეთი არასდროს იქნება თუნდაც ის რაც იყო. პუტინი რომ მოკვდება, მერე რა იქნება, ამაზე ახლა არ მოვცდეთ:)” – წერს რომან გოცირიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵პუტინის ქალიშვილებსა და რუსულ ბანკებს, აშშ დამატებით სანქციებს დაუწესებს
🔵
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























