ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ამსტერდამში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით „გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის დაძლევა“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავა ასევე შეხვდა IMF-ის აღმასრულებელ დირექტორს იერონ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის, რომლებთანაც მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა განიხილეს ქვეყნების ეკონომიკაზე გეოპოლიტიკური შოკების გავლენა, გეოეკონომიკური გამოწვევები და მათზე რეაგირების სტრატეგიები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის ბანკის პრეზიდენტი კლაას ნოტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იერონ კლიკი, სსფ-ის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ალფრედ კამერი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში - გერტ იან კოპმანი და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფი საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ანდორას, სომხეთს, კვიპროსს, ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას აერთიანებს.
1740077617
მსოფლიოაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას - ნუ მოაწყობ ევროპაში მედია ტურს, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს, ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია
პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. „და თუ არ ეთანხმები [აშშ-ის] პრეზიდენტს, აიღე ტელეფონ...
1740074618
ახალი ამბებიირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. „ირმა ხეცურიანის ბრწყინვალე სტარტი 2025 წელს! ეტლით ფარიკაობაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა წარმა...
1740071015
მსოფლიოილონ მასკი: სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე - მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას
სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურ...
1740067630
ახალი ამბებიგომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითა...
1740066864
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს
„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...