„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესიკ დანელია: ოჯახთან ერთად, ქუჩაში თავს დამესხა 20-მდე პირი, გლდანის მეტროს ჩასასვლელი არის ორი სართულის სიმაღლე, ზემოდან გადმომაგდეს, დაცემის შემდეგ დამესივნენ, რკინის ხელკეტებს მირტყამდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესიკ დანელიამ ისაუბრა.

ბესიკ დანელიას თქმით, ოჯახთან ერთად მყოფს, ქუჩაში თავს დაესხა 20-მდე პირი, რომლებმაც ორი მეტრის სიმაღლის კიბიდან გადმოაგდეს, რის შედეგადაც, მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.

„2011 წლის 21 მაისს, ოჯახთან ერთად, ქუჩაში თავს დამესხა 20-მდე პირი, აქედან, იყო 5-6 პოლიციის ფორმაში ჩაცმული, მე ვიყავი გულით ავადმყოფ დედასთან, მეუღლესთან და 3 წლის შვილთან ერთად, ჩემთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ ჩემი პატიმარი მეგობრის მეუღლე მაია წულუკიძე და ჟურნალისტი ნათია ბერიძე, ირაკლი ზაალიშვილი, ჩემი მეგობარი ამ ამბავს დაადასტურებენ.

მე გავუწიე წინააღმდეგობა მათ, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, გლდანის მეტროს ჩასასვლელი არის 2 სართულის სიმაღლე, ამ ჩასასვლელთან, სანამ კიბეზე ჩახვალ, ზემოდან გადმომაგდეს ჭიდაობაში და ხელჩართულ ბრძოლაში. მარტო ვიყავი, დაცემის დროს დამიზიანდა ხერხემალი, მე-5 და მე-6 მალა იქნა ამოვარდნილი და მათ შორის, მოყვა ნერვი, იმიტომ რომ, ყოველ ხუთ წამში ვკარგავდი გონებას. დაცემის შემდეგ, ოცამდე პირი დამესია, რკინის ხელკეტებს მირტყამდნენ, სამი მოტეხილობა მქონდა, ფეხი სამ ადგილას გადამიტეხეს“, - განაცხადა ბესიკ დანელიამ.

ბესიკ დანელიას თქმით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად, ჯანმრთელობა შეერყა დედას, რის შემდეგაც გარდაიცვალა, შვილს შაქრიანი დიაბეტი დაემართა, ხოლო ორსულ მეუღლეს მუცელი მოეშალა.

„ასევე, დაზარალდნენ ჩემი ოჯახის წევრები ამ დღეს. ჩემს ფეხმძიმე მეუღლეს მოეშალა მუცელი, ასევე, მიიღო მრავლობითი დაზიანებები; დედა, რომელიც გულით ავადმყოფი იყო და სამი წლის შვილი, რომლებიც შოკის შედეგად, ძალიან ცუდად გახდნენ. დედას ძალიან მოკლე პერიოდში დაემართა ინსულტი და შემდეგ, განმეორებითი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ბავშვს განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი. ერთ-ერთი ძალიან მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში“, - განაცხადა ბესიკ დანელიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746459772

საზოგადოება

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“: ერთადერთი, რასაც ნანობენ, ისაა, რომ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე და ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ

„ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ორ საძირკველზე - ძალადობასა და ტყუილზე, ადამიანების შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზს, რაც ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის უმძიმესი ისტორიები, რასაც კომისიის სხდომაზე ჰყ...

სოზარ სუბარი

1746459741

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში რაც კი ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობები გაღვივებულა, ყველაფერი ქართული „ენჯეო“ სექტორისა და დასავლელი „აქტორების“ დამსახურებაა

„მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა ერთ პალატაში მხარდაჭერა ექნება, თუმცა, მეორეში - აღარ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მი...

აა

1746459633

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გა...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი

1746458205

ახალი ამბები

ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა

ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა,...

ააა

1746456097

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. „შემოსავლების სამსახური მიმართავს სადგურის მოედნის ბაზრობის ტ...

შემოსავლების სამსახური