ნიკოლოზ მეტრეველი: არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? - ეს კითხვა კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის ხაფანგის დაგების უსინდისო მცდელობაა, ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი ორატორია და ამ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა

„სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხების ერთი სიტყვით - მტერია ან არ არის მტერი - დაყვანა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხდება: ხელისუფლების წარმომადგენლისგან ისეთი ფრაზის ამოგლეჯა, რომელსაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, ოპოზიციური მედიის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმული კითხვის შესახებ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა.

„არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? - ეს კითხვა კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის ხაფანგის დაგების უსინდისო მცდელობაა. როდესაც ჟურნალისტი პასუხს წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოში აქცევს და შემდეგ ამ პასუხისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნას ცდილობს, ეს ჟურნალისტიკა არ არის. სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხების ერთი სიტყვით - მტერია ან არ არის მტერი - დაყვანა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხდება: ხელისუფლების წარმომადგენლისგან ისეთი ფრაზის ამოგლეჯა, რომელსაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი ორატორია და ამ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა. და სწორედ აქ ჩანს განსხვავება პოლიტიკოსსა და უსამშობლო პროვოკატორს შორის, პირველი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, მეორე კი მტრულ ჰედლაინზე. საქართველოს არ სჭირდება ომისკენ მიმანიშნებელი რიტორიკა და არც რუსეთის მიმართ რაიმე სახის რომანტიზება. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, საბედნიეროდ, ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებებს არა უნამუსო მედიასაშუალებების დღის წესრიგით, არამედ ქვეყნის ინტერესებით იღებს“, - წერს მეტრეველი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786472273

მსოფლიო

აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის შეფერხების გამო ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდას ვარაუდობენ

„აშშ-ის ადმინისტრაცია ნავთობისა და საწვავის ფასების პროგნოზს ზრდის, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრც...

ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდას ვარაუდობენ

1786470764

მსოფლიო

მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო

„ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა“, - ენე...

ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის CREA-ს

1786468402

ახალი ამბები

კახა კალაძე: მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე

მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყო...

კახა კალაძე

1786466882

მსოფლიო

პაკისტანის განცხადებით, აშშ და ირანი შეთანხმებასთან ახლოს არიან

„პაკისტანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ირანი „გარკვეული სახის“ შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო შუამავალმა კატარმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის მართვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მოწინა...

აშშ-სა და ირანს შორის

1786464993

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია

„თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხი...

კახა კალაძე