კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა
„კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში 10 აგვისტოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება“, - ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
კოლუმბიის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ბრძანება გასცა.
მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს სპეციალური ტექნიკის, დრონებისა და სამძებრო ძაღლების დახმარებით ეძებენ.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის შეფასებით, დაზიანებულია დაახლოებით 5 000 საცხოვრებელი სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.
ქალაქ კალიში მიწისძვრამ ერთ-ერთი საავადმყოფოს ზედა სართულები დააზიანა, მათ შორის საბავშვო განყოფილება. პაციენტების ნაწილის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, ხოლო 600-ზე მეტ ადამიანს სამედიცინო დახმარება შენობის გარეთ აღმოუჩინეს.
დაზარალებულ რეგიონებში კავშირგაბმულობის პრობლემების გამო ზარალის ზუსტი მასშტაბისა და დაღუპულთა საბოლოო რაოდენობის დადგენას, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დაზიანებულ შენობებში არ შევიდნენ, რადგან რეგიონში მიწისძვრის შემდგომი ბიძგები კვლავ ფიქსირდება.
ცნობისთვის, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქები - პერეირა და კალი დააზარალა. ჩამოინგრა შენობები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, ხოლო ნანგრევებში ადამიანების ძებნა კვლავ მიმდინარეობს.
1786473459
ახალი ამბებიაფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს
უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ. ომის ვეტერანმა აღნი...
1786472273
მსოფლიოაშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის შეფერხების გამო ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდას ვარაუდობენ
„აშშ-ის ადმინისტრაცია ნავთობისა და საწვავის ფასების პროგნოზს ზრდის, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრც...
1786470764
მსოფლიომედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო
„ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა“, - ენე...
1786468402
ახალი ამბებიკახა კალაძე: მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე
მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყო...
1786466882
მსოფლიოპაკისტანის განცხადებით, აშშ და ირანი შეთანხმებასთან ახლოს არიან
„პაკისტანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ირანი „გარკვეული სახის“ შეთანხმებასთან ახლოს არიან, ხოლო შუამავალმა კატარმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის მართვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მოწინა...






























