აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის შეფერხების გამო ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდას ვარაუდობენ

„აშშ-ის ადმინისტრაცია ნავთობისა და საწვავის ფასების პროგნოზს ზრდის, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ენერგეტიკის დეპარტამენტის საპროგნოზო ორგანოს, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) ახალი შეფასებით, ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგორესურსების ტრანზიტი აგვისტოს ბოლომდე შეზღუდული დარჩება.

უწყებამ Brent-ის მარკის ნავთობის 2026 წლის საშუალო საპროგნოზო ფასი ბარელზე 87 დოლარამდე გაზარდა,  წინა თვის 82 დოლარი იყო. ამასთანავე, აშშ-ში წელს ბენზინის საცალო ფასი გალონზე საშუალოდ 3.78 დოლარს მიაღწევს, რაც აღემატება წინა პროგნოზს - 3.64 დოლარს.

ექსპერტებმა 2027 წლისთვისაც გაზარდეს ნავთობისა და საწვავის მოსალოდნელი ფასების მაჩვენებლები.

EIA-მ მიზეზად „ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტზე არსებული შეზღუდვები“ დაასახელა და დასძინა, რომ ეს პროგნოზი „ეყრდნობა დაშვებას, რომ აღნიშნული შეზღუდვები აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება“.

ეს მონაცემები მკვეთრად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ახლა ღიაა“ და მას სრულად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები აკონტროლებენ. თუმცა საზღვაო ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, 10 აგვისტოს სრუტე მხოლოდ 8-მა გემმა გადაკვეთა, მაშინ როდესაც ომამდე დღიური საშუალო მაჩვენებელი 120 გემს შეადგენდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786462232

ახალი ამბები

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცი...

გივი მიქანაძე

1786461135

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით, ეს არის ისტორიული ფაქტი და ამაში დამნაშავეა რუსეთი

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ის მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში - 8 აგვისტო ითვლება ამაში და 12-ში მორჩა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ომი იყო...

მამუკა მდინარაძე

1786459888

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება

სახელმწიფოს მიერ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტის შეძენისა და მკურნალობის პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით...

დავით ქართველიშვილი

1786457914

ახალი ამბები

სპორტის მინისტრმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ შინდისში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მ...

სპორტის მინისტრმა

1786455963

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რეგიონული პოლიტიკის წარმართვა არის პრიორიტეტი

„დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალი...

მამუკა მდინარაძე