ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით
ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიუსაფარი ძაღლების გადაყვანასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებით ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში; ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მისივე განმარტებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე სააგენტოს მანქანების გადაადგილება და თავშესაფარში შესვლა არ დაფიქსირებულა, რაც მარტივად გადამოწმებადია, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმებით. მინისტრის მოადგილემ შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ვინც ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და არსებობს კადრები, ვთხოვ, გაასაჯაროონ. ეს ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს. შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით.
დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არანაირი შეხება არ აქვს შიდა ქართლის თავშესაფართან. ერთადერთი, რაც მე ვნახე, არის ბოლი ინსენერატორიდან, რომლის ფუნქციაა ნარჩენების, მათ შორის ცხოველური ნარჩენების დაწვა, რომელიც ოპერაციის შემდეგ წარმოიქმნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























