წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს „ენჯეოები“ და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ
მათთვის მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.
„უმძიმესი ვითარება რომ არის გარშემო ამას მგონი სკოლის მოსწავლეც კი ხედავს, არამცთუ ზრდასრული ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსად წარმოაჩენს თავს. მაგრამ მათთვის ეს არ არის საინტერესო, მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს და როცა იყვნენ ისიც ვნახეთ, რომ მსოფლიოში ტურბულენტობის დროს საკუთარი ქვეყნის გაწირვას არ ერიდებოდნენ და მეტ-ნაკლები მშვიდობიანობის დროსაც ისე იქცეოდნენ, რომ აქ რუსეთი შემოჭრილიყო. რეალურად პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ თავიანთი ქვეყნის წინაშე. ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, რომელიც მათ შორს ვერ წაიყვანს“, - აღნიშნა მან.
ამასთან, წულუკიანმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში „ენჯეოების“ საჩივარს.
„არავითარი დაჩქარებული წესით ეს საჩივარი არ იხილება. მთავარი არის ის შეკითხვები, რომელიც მთავრობამ მიიღო და შეკითხვებიდან პირველი კითხვა არის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ორგანიზაციები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. როგორც წესი, სტრასბურგის სასამართლო ამ კითხვას არ სვამს გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად არ აქვს კითხვა/ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინც მას მიმართა, არიან განა ისინი მსხვერპლი იმ კანონისა, რომელზეც ჩივიან. მათი მსხვერპლის სტატუსი არის სადავოდ ქცეული, ამიტომ მთავრობა იდავებს, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტრო და ეს საკითხი გამოირკვევა. ეს არის პირველი სადავო საკითხი, რაც თვითონ სტრასბურგის სასამართლომ წამოჭრა. რა თქმა უნდა, ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ. იქ არის შინაარსობრივი კითხვებიც, სტიგმატიზაციაზე, არის კითხვები პერსონალური მონაცემების ნაწილში, ირღვევა თუ არა კონკრეტული პირების უფლებები. ამ კითხვებზე დათქმულ ვადებში გასცემს მთავრობა პასუხს. შემდეგ მომჩივნებს ექნებათ ვადა, რომ მთავრობის პასუხზე პასუხი გააგზავნონ და უნდა ვივარაუდოთ, რომ 1 წლის შემდეგ, ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება სტრასბურგის სასამართლოსგან. წინასწარ, იმის თქმა, რომ ვიღაცას რაღაც უნდა უხაროდეს, რომელმაც ისიც კი ვერ გააგებინა სტრასბურგის სასამართლოს ნამდვილად მსხვერპლია თუ არა, წინასწარ მათ ადგილას არაფერს ვიზეიმებდი“, - განაცხადა წულუკიანმა.
1775074315
საზოგადოებაწულუკიანი რადიკალებზე: ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან, სიამოვნებთ როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, კარგი გოგო ვარ, როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი
„ყველა უცხოელს სიამოვნებს, როდესაც ვიღაც ქართველი ჩადის და მას ჭკუას ეკითხება. ისინიც ადამიანები არიან და სიამოვნებთ, როდესაც ჩავა ვიღაც და ეუბნება, რომ ხომ კარგი ბიჭი ვარ, ხომ კარგი გოგო ვარ და როგორ...
1775074290
საზოგადოებაწულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ
ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი და როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს, სახ...
1775074229
საზოგადოებათეა წულუკიანი ოპოზიციაზე: 26 მაისი მათთვის არის პოლიტიკურად მძიმე თარიღი, ეს ის დღეა, როცა მათ სისხლით მორწყეს რუსთაველის გამზირი
ისევ იგივე წრეზე ტრიალებენ და აპირებენ რაღაც ტიპის მუხტის თუ პროტესტის ჩვენებას, ჩვენ უკვე დავიღალეთ მათი ამდენი წარუმატებლობის ყურებით, ბოლოს და ბოლოს ადამიანები არიან ისინიც, ამდენს წვალობენ და შედე...
1775074187
საზოგადოებათეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია
„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლ...
1775074155
საზოგადოებათეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მ...



























