ნიკოლოზ სამხარაძე: სტამბოლში ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, შევხვდებით, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს, ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე
დღეს სტამბოლში ჩვენი დელეგაციის ვიზიტი იწყება, სადაც მსოფლიო საპარლამენტთაშორისო კავშირის სესია იმართება. ამ პლატფორმას სხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებისთვის ვიყენებ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ვიზიტის დროს დაგეგმილია ათზე მეტი შეხვედრა როგორც ევროპის, ასევე, აზიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
„პლატფორმას გამოვიყენებთ როგორც ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე ამ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად. ჩვენი გზავნილები ეხება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, წარმატებულ რეფორმებს. ამის თაობაზე ასამბლეაზე პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს. ვფიქრობ, ნაყოფიერი ვიზიტი იქნება საინტერესო დისკუსიებით.
შეხვედრები გვექნება ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც საუბრის მთავარი თემა იქნება ირანთან მიმდინარე კონფლიქტი. კერძოდ, რა უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე არიან არა მხოლოდ ეს ქვეყნები, არამედ მთელი რეგიონი.
შეხვედრა გვექნება ევროპული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც საუბარი იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შეხვედრა იქნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას, როგორ მიმდინარეობს პროცესი კანდიდატ ქვეყნებში, შეხვედრები იქნება მეზობელი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან.
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხვდებით. ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობა გვაქვს, შევხვდეთ ისეთ საპარლამენტო დელეგაციებს, რომელთაც გეოგრაფიული სიშორის გამო ვერ ვხვდებით“, - აღნიშნა სამხარაძემ.
1776755774
ახალი ამბებიThe National Interest: რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში თებერვალში მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი ჰქონდა: საქართველო, რომელიც მისი ვიზიტის პროგრამაში არ შედიოდა, კვლავ ყურადღებ...
1776755375
ახალი ამბებიპროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო...
1776754568
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემი...
1776754033
ახალი ამბებიმაღაზიიდან 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაცია...
1776753857
ახალი ამბებიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბა...




























