გურამ მაჭარაშვილი: ნინო ლომჯარიას სააკაშვილის ადვოკატობა სურს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია როგორც ჩანს, არ ენდობა საერთაშორისო სასამართლოს ან მას კომპეტენციას უწუნებს და უნდა, რომ რამენაირად დაეხმაროს, რაც არის აბსურდი და არასწორი. ამის შესახებ მაჭარაშვილმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე შეისწავლა, ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს და არ დააკმაყოფილა მისი დაცვის მხარის თხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, როგორც ჩანს, ნინო ლომჯარია არ ენდობა საერთაშორისო სასამართლოს, ან მას კომპეტენციას უწუნებს და უნდა, რამენაირად დაეხმაროს, რაც არის აბსურდი და არასწორი.
მეორე მხრივ კი, ნინო ლომჯარიას სააკაშვილის ადვოკატობა იმდენად სურს, რომ მას ამის საშუალებას სტატუსი არ აძლევს და ამ ფორმით უნდა, პროტესტში ჩაერთოს, სხვა მიზანი ამას არ შეიძლება, ჰქონდეს, რადგან სტრასბურგის სასამართლო კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას და რელიზში აღნიშნეს, რომ ეს არის პატიმარი, რომლის მიმართ ბევრი საქმე და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში პირველად გუშინ შევიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა დაიწყო
1791712972
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალ...
1791709697
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...
1791707220
სპორტიმსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდ...
1791704567
ახალი ამბებინანა ჟორჟოლიანი: ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს - სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ
„როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ“, - განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ...
1791702486
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხოქვეყნის მ...































