„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს, დიმიტრი მურატოვს მოსკოვი - სამარას მატარებელში წითელი საღებავი შეასხეს

ნობელის პრემიის ლაურეატ, რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორს, დიმიტრი მურატოვს მოსკოვი-სამარას მატარებელში წითელი საღებავი შეასხეს.

მურატოვზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავად მურატოვმა გაავრცელა.

მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზედაც ასახულია თავდასხმის შედეგები.

„კუპეში დამასხეს ზეთის საღებავი. საშინლად მეწვის თვალები.

მთელ მატარებელში საღებავის სუნია. მატარებლის გამგზავრება 30 წუთით გადაიდო.

ვეცდები, ჩამოვიბანო საღებავი.

თავდამსხმელმა დაიყვირა – „მურატოვ, ეს შენ ჩვენი ბიჭებისთვის”, – მურატოვის ამ ციტატას „ნოვაია გაზეტას“ ტელეგრამარხი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „ნოვაია გაზეტამ“ 28 მარტს შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოსგან რამდენიმე გაფრთხილება მიიღო.

სხვა სიახლეები:

📍"თარხანა მოურავი და ინაშვილი კრემლში ჩათრეულან ბატონებთან სასაუბროდ, ალბათ რუსულ არმიას იხვეწებიან თბილისის ასაღებად" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795808573

ახალი ამბები

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   ღონისძიე...

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

1795804315

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...

შალვა გოგოლაძე:

1795801614

ახალი ამბები

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...

პრემიერი

1795800465

ახალი ამბები

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

ყვითელი ლენტი