თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1795792899
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის დელეგაციის წევრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახ...
1795791243
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: 4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, ევრობიუროკრატები საკუთარი ცრუ შეხედულებების ტყვეობაში იმ...
1795791182
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი USADI-ის ფაილებზე: ჩვენი ხელისუფლება ამაზე წლების წინ საუბრობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის კანონი აუცილებელი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაილების შესახებ, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. მისი თქ...
1795789937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შე...
1795788939
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, დაანონსებული ხალხის მდინარეები დაშრა, როდესაც მათი ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა
არაერთხელ გვინახავს, რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, ზიზღით და გულზე მჯიღის დარტყმით დაანონსებული ხალხის მდინარეები, მაგრამ არ არსებობს, დაშრა ეს მათი მდინარეები, - ამის შესახებ პ...





























