ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული: არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომხრე, თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს

„როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას. ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა“, - წერს ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული ნიკო ხურცილავა, რომლის განცხადებას ადვოკატი შოთა მირველაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ხურცილავას თქმით, ე.წ. იუმორისტი ოქრიაშვილი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა. როგორც ის აღნიშნავს, გაცნობიერებული აქვს, რომ კანონის შესაბამისად, სასჯელი დაეკისრება, თუმცა, მიაჩნია, რომ არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნიკო ხურცილავას თხოვნით ვაქვეყნებ განცხადებას, რომელიც მან გამომატანა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან რამდენიმე წუთის წინ: ჩემო მეგობრებო, უკვე ალბათ ყველამ იცის გუშინ საღამოს მომხდარი ამბის შესახებ იმ ვითომ იუმორისტის ცემასთან დაკავშირებით. პოლიციაშიც მე თვითონ მივედი და ვაღიარე რაც ჩავიდინე. ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომხრე. სულ გამშველებლის პოზიციაში ვიყავი თუ რამე ჩხუბს შევსწრებივარ. თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს. კი ხედავთ ყველა, რომ ამისი ნიშნები უკვე დიდი ხანია აშკარად ჩანს.

ზოგადად, ამ კონკრეტულ ე.წ. იუმორისტზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან მისი ტიპაჟი, პიროვნული თვისებები, მანერები და ქცევები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ არ შემიძლია იმაზე არ ვილაპარაკო, რამაც გუშინდელი ფაქტი გამოიწვია. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა. იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია. ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი კი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა და დასცინოდა, დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ხვალ იგივე შეიძლება გააკეთონ შოთა რუსთაველზე, დავით აღმაშენებელზე ან ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ. ესაა მათი მიზანი, რადგან როდესაც ასეთი რაღაცები ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ეს უკვე მარტო ერთი ადამიანის ან მისი ოჯახის შეურაცხყოფა კი არ გამოდის, მთელი ქვეყნის მტრობა და შეურაცხყოფაა. დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ეს ადამიანებიც იმ ხალხის ნაწილია ვინც ყველაფერს „აპრავებს“, რაც ანტიქართული და ჩვენი ქვეყნის დამაქცეველია, გეი პროპაგანდა იქნება ეს, ეკლესიის გინება, ტრადიციების დაცინვა თუ ასეთი სხვა უამრავი მავნებლობა. კი ბატონო, ბევრი მეტყვის, მასეთები იმდენია, ასე ცემა-ტყეპით ებრძვიო? მაგრამ, როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას. ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა... არ ვამბობ, რომ კანონი არ უნდა კანონობდეს. პირიქით, ვიცი, რომ ჩემი საქციელის გამო დავისჯები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება. მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით. ყველა ჩემიანს ბოდიშს გიხდით რომ განერვიულებთ. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო“, - აღნიშნულია ნიკო ხურცილავას განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784812615

ახალი ამბები

წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს...

ამინდი

1784811971

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6290 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1784811171

მსოფლიო

ევროკომისიამ Google 1 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ევროკომისიამ Google-ს ციფრული ბაზრების შესახებ კანონის (DMA) დარღვევისთვის 1 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სანქცია კომპანიის საძიებო სისტემასა და აპლიკაციების...

საფრანგეთში გუგლი დააჯარიმეს

1784809732

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: „დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“ - განაცხადა TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა, იმ ფონზე, როცა, ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“. ანანიძის განცხადებით, „TV იმედის“, „TV იბერიისა“ დ...

ცოტნე ანანიძე

1784808731

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში

„ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში - კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზა...

ირაკლი ზარქუა