ირაკლი ზარქუა გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში

„ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში - კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გერმანული საიტებიდან ცრუ ინფორმაციაც წაიშალა.

„გვყავდა გერმანიის ელჩის, რომელიც იყო მხარდამჭერი რადიკალების, რომელიც იყო მხარდამჭერი ამ უსამშობლოები, რომელიც აქეზებდა მოლოტოვის კოქტეილებს, რომელიც აქეზებდა პარლამენტზე შტურმს, რომელმაც ვერ გაითავისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო სალომე ზურაბიშვილი, არამედ იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამას შეგნებულად აკეთებდა. მათ შორის, იმ საგარეოს საიტებზე, გერმანულ საიტებზე, იქაც კი არ შეაცვლევინა. როგორც კი ჩამოშორდა ეს ადამიანი და გათავისუფლდა მათ შორის გერმანიის საელჩოც, უკვე დალაგებისკენ წავიდა.

ჩვენი ელჩი, რომელიც 7 თვეზე მეტი ელოდებოდა თანხმობას, უკვე დღეს ხვდება გერმანიის პრეზიდენტს და ინიშნება ელჩად. მათ შორის, ის ცრუ ინფორმაციაც წაიშალა გერმანული საიტებიდან. ეს ნიშნავს, რომ ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ასეთი კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერები არიან, რომელთაც ერთი სული აქვთ, რომ აქ რევოლუცია მოხდეს და შემდეგ თავიანთი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ეს ქვეყანა ომში გახვიონ. ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო, ვიცით, ყველაზე გვაქვს ინფორმაცია, ამიტომ, არ გავატარებთ“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784805296

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ჩინეთი...

მიხეილ ყაველაშვილ

1784804781

საზოგადოება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმ ანს შეხვდა

2026 წლის 23 ივლისს, სინგაპურის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმ ანს შეხვდა, - ი...

მაკა ბოჭორიშვილი

1784804451

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე: ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება

„ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს“, - განაცხადა საქარ...

ირაკლი კობახიძე

1784804374

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე: ყველას მოვუწოდებ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად სიტყვით, ურთიერთდანდობით იყოს ურთიერთობები გარკვეული და მეორე მხრივ, არ შეიძლება, იმ ადამიანების უდიერად მოხსენიება, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის

არ არის ლამაზი, მძიმეა და ბუნებრივია, მიუღებელია ძალადობა, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს ეს განსაზღვრული, - განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლ...

ირაკლი ზარქუა

1784803390

საზოგადოება

ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი...

ალექსანდრე კარტოზია