23 ივლისიდან გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთნენ
დღეს, 23 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ორ სესიად ჩატარდა საერთო სამაგისტრო გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ხვალ, 24 ივლისს კი აპლიკანტები გამოცდას ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში ჩააბარებენ.
პროცესის მიმდინარეობას ქუთაისის N41 და N17 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აკვირდებოდა.
პირველ და მეორე სესიაზე განაწილებულთაგან დღეს გამოცდაზე გამოცხადდა 84%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი წელს 10 000-ზე მეტმა პირმა გამოთქვა.
გამოსაცდელთა საყურადღებოდ:
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების (სპეციალობაში, უცხოურ ენაში და სხვ.) ჩაბარება. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
გაითვალისწინეთ, რომ თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).
საერთო სამაგისტრო გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს გამოცდები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის - ბოლო გამოცდა 29 ივლისს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდება.
1784813144
საზოგადოებასოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. იგი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესს მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა...
1784812805
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „თამპა“ (მისამართი: ქსნის ქუჩა N12) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენური...
1784812615
ახალი ამბებიწვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს...
1784811971
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6290 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784811171
მსოფლიოევროკომისიამ Google 1 მილიარდი დოლარით დააჯარიმა
ევროკომისიამ Google-ს ციფრული ბაზრების შესახებ კანონის (DMA) დარღვევისთვის 1 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სანქცია კომპანიის საძიებო სისტემასა და აპლიკაციების...




























