პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.
„გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, სიტყვით მივმართოთ კომიტეტის წევრებს, გაერო-ს წარმომადგენლებს და ვისაუბროთ საქართველოში საჯარო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებისა და განვითარების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში ჩვენ, ასევე, გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. რაც მთავარია, ვისაუბრებთ იმ ფორუმის შესახებ, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 23-25 ივნისს. ის გარემოება, რომ საქართველოში ტარდება გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი, უდავო დადასტურებაა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა, რომლებიც ორიენტირებულია მოქალაქეზე და მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.
1776421188
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...
1776420173
ახალი ამბები„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...
1776420095
ახალი ამბებილაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.
1776419868
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომ...
1776419835
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის
ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...





























