არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე
„გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილებისა და მანიპულაციების მხოლოდ მცირე მაგალითებზე“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ტყუილი უწოდა გვარამიას პარტიის წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო კომისია პარლამენტში არასწორად იქნა დაკომპლექტებული, ამასთან, აღნიშნა, რომ სარჩელი კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ასზე მეტ წყაროზე დაყრდნობით ასაბუთებს ხუთი ოპოზიციური პარტიის მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მათი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული. სინამდვილეში: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული.
ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. სინამდვილეში: სარჩელში დეტალურად, კონკრეტულ მტკიცებულებებზე და სარჩელშივე მითითებულ 100-ზე მეტ წყაროზე დაყრდნობით არის დასაბუთებული, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და მათი მიზანი საქართველოს წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო“, - განაცხადა გორდულაძემ.
გარდა ამისა, არჩილ გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, მოსარჩელე მხარემ, ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა.
„ტყუილია, რომ მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მხოლოდ იმის მიხედვით გასაზღვრა, თუ რამდენად აქვთ მათ პოტენციალი გადალახონ საარჩევნო ბარიერი. სინამდვილეში, მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა. რაც შეეხება ასაკრძალი პოლიტიკური პარტიის პოტენციალს გადალახოს საარჩევნო ბარიერი - აღნიშნული ფაქტორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის დასადგენად, ასაკრძალი პარტიიდან მომდინარე საფრთხე რამდენად რეალურია. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მხარდაჭერის ფაქტორის გათვალისწინება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკაა“, - აღნიშნა მან.
არჩილ გორდულაძის განმარტებით, სიცრუეა გვარამიას პარტიის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებაც, რომ არ არსებობს სარჩელში მოხსენიებული ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საფუძველი.
„ტყუილია, რომ არცერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ მყისიერ საფრთხეს არ ქმნიან და შესაბამისად არ არსებობს მათი აკრძალვის საფუძველი. სინამდვილეში, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ, სწორედ რომ მყისიერ საფრთხეს ქმნის ანტიკონსტიტუციური ქმედებების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ, ცალსახად უნდა ითქვას, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, უშუალოდ ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ან მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან ამ ძალადობას. „ნაციონალური მოძრაობა“ უშუალოდ 2012 წლამდე ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელია, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დასტურდება. ამ სადისტურ რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არათუ არ ემიჯნებიან სხვა პოლიტიკური პარტიები, არამედ კოალიციაშიც კი შედიან მათთან ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, მათგან მომდინარე საფრთხე რეალურია“, - დასძინა გორდულაძემ.
1793204541
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარი მატარებლების შეჯახების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამო...
1793203236
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება....
1793202282
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, „ნაციონალუ...
1793202219
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი - ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, პატიმარ სააკაშვილის მიერ როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მაჭარაშვ...
1793200693
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს „ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ყველგან ატერორებდნენ მოქალაქეებს
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც „ნაცური რე...






























