არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება - კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

„ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, რომელიც ბრიფინგით გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც გორდულაძემ განმარტა, კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში, ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

„სინამდვილეში, პოლიტიკური პარტიები ევროპის საბჭოს წევრ ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ. კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში არაფერი უჩვეულო ევროპული წესრიგისთვის არ არის.

 

მოპასუხემ აღნიშნა, რომ რამდენიმე პარტიის მიმართ ერთდროულად აკრძალვის პროცედურის დაწყება დასაშვებია. აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება წინა სასამართლო სხდომებზე ნაცპარტიების მიერვე გაჟღერებულ პოზიციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ აკრძალვის პროცედურის ერთდროულად წარმოება დაუშვებელია და მისი მაგალითი ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793204541

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარი მატარებლების შეჯახების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამო...

მიხეილ ყაველაშვილი

1793203236

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება....

პრემიერ-მინისტრი

1793202282

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, „ნაციონალუ...

ააა

1793202219

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი - ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, პატიმარ სააკაშვილის მიერ როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მაჭარაშვ...

გურამ მაჭარაშვილი

1793200693

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: საქართველოში მუნიციპალიტეტი არ არსებობს, სადაც ერთი ერთში არ მეორდებოდეს „ნაცური“ რეჟიმის შემქმნელების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ყველგან ატერორებდნენ მოქალაქეებს

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც „ნაცური რე...

დიმიტრი სამხარაძე