პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.
3 წლის შემდეგ ბანაკი პირველ ნაკადს მასპინძლობს.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკისა და ევროპული სკოლის იყალთოს საზაფხულო ბანაკის შემდეგ, ანაკლია არის მესამე ბანაკი, რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანაკლიის ბანაკი ლიდერებისა და მონაწილეების მიერ მეგრულ და აფხაზურ მოტივებზე დადგმული ორიგინალური სანახაობითი ღონისძიებით გაიხსნა.
მონაწილეებისვე შესრულებული „ხორუმი“ და „დაისი“ საერთო საბანაკე ფლეშმობში გადაიზარდა.
საღამოს დასასრულს, ახალგაზრდების წინაშე ჯგუფი „+995“ წარდგა.
ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის, ბანაკების მართვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ ახალგზარდობის სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდებს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა, შეუერთდნენ საბანაკე ცხოვრებას.
ბანაკში მონაწილეობენ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან.
მათი შერჩევა მოხდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით. წელს, ბანაკები მასპინძლობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს.
მნიშვნელოვანია, რომ საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით და მორგებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გამართავენ: ინტერაქტიულ საგანმანათლებლო შეხვედრებს, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს, მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს, სპორტულ ოლიმპიადასა და ტურნირებს.
აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია, ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს:
1793627463
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...





























