პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად, ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან

„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმე“, - ამის შესახებ წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციას ეხმიანება, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.
მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს“.
„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმე. მანამდე კი იყო სხვა თაღლითობაც, რომელიც სასამართლოს განაჩენით დასრულდა, როდესაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს. ამ სქემის გამო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 7-7 წელი მიესაჯათ, ბანკმა კი 3 მილიონი დოლარი ჯარიმა აღიარა და გადაიხადა. სამი წლის წინ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), ეს თაღლითები, წევრებად მიიღო. ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ალიანსის მორალზე. ახლა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს. ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან“, - წერს პაპუაშვილი.
1753987555
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: კახა მართლაც უალტერნატივოა. გახსოვთ თბილისი 8 წლის წინ და დღეს, ეს შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ რომ გადავხედოთ რა იყო 8 წლის წინ და დღეს, უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა
„ქართულ ოცნებაში“ იმის კომფორტი გვაქვს, რომ არა მხოლოდ მომავალზე, არამედ წარსულიდან გამომდინარე, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მომავალზე ვილაპარაკოთ. კახა მართლაც უალტერნატივოა, - განაცხადა საპარლამ...
1753987509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით
ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტ...
1753987461
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: როგორც მერობის, ისე საკრებულოს წევრობის კანდიდატურები იქნება საუკეთესო შემადგენლობა. გამოცდილებაზე დაფუძნებული პროფესიონალიზმი და პატიოსნება იქნება მთავარი კრიტერიუმი, რითაც კანდიდატებს შევარჩევთ
როგორც მერობის, ისე საკრებულოს წევრობის კანდიდატურები იქნება საუკეთესო შემადგენლობა. შეიძლება მომავალში, ოთხ წელში კიდევ უფრო დავხვეწოთ ეს ყველაფერი, მაგრამ გამოცდილებაზე დაფუძნებული პროფესიონალიზმი დ...
1753985809
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ...
1753985761
საზოგადოებაპრემიერი: სახელმწიფო იყო მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება
სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შ...