პაპუაშვილი ლომჯარიაზე: ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბი დასკვნა შეადგინა, მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, შექმნა ენჯეო, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო
ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბი დასკვნა შეადგინა, მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, შექმნა ენჯეო, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ლომჯარიამ ყალბი დასკვნების საპასუხოდ, მალევე მიიღო დაფინანსება ბრიუსელისგან.
„ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომლითაც მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას მოითხოვდა და სასჯელისგან მისი სრული გათავისუფლების შესაძლებლობასაც ხედავდა.
სწორედ მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა.
სახალხო დამცველის პოსტიდან წასვლის შემდეგ ნინო ლომჯარიამ შექმნა ენჯეო, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, კანონის დარღვევით ეს ფული საარჩევნო აგიტაციისთვის დახარჯა და, ახლა უკვე, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა ცრუ შეფასებები.
სწორედ ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა და, რომ პოლიტიკური და ასევე ფინანსური კორუფციის მხილების შიში არის ის მთავარი მიზეზი, რომელიც ბრიუსელის მხრიდან გამჭვირვალობის კანონზე ასეთ წინააღმდეგობას განაპირობებს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1766472745
საზოგადოებაპოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანები...
1766472503
ახალი ამბებიაქტივისტის სკანდალური აღიარება - მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მიმდინარე აქციებს აფინანსებენ
ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ. კერძოდ, მეყანწიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ მამუკა ტოროშელიძეს აქციისთვის დინამიკები...
1766471352
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ბელგრადში გავეცანით კომპანია „იგლ ჰილსის“ მასშტაბურ ურბანულ პროექტს, რომელთანაც, სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უპრეცედენტო, 6,6 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულება გავაფორმეთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა Eagle Hills - Belgrad Waterfront-ში უმასპინძლა. Belgrade Water...
1766467835
საზოგადოებაკუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „საბაგირო გზას ჩაუტარდება რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები, რომლის და...
1766467772
საზოგადოებაზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საბოტაჟის საქმეზე 30 ათასი ლარის გირაო შეეფარდა
საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა, გარდა ამისა, ჯაფარიძეს ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი. როგორც ჯაფარიძემ სხდო...



























