მარიამ ქვრივიშვილი: ბელგრადში გავეცანით კომპანია „იგლ ჰილსის“ მასშტაბურ ურბანულ პროექტს, რომელთანაც, სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უპრეცედენტო, 6,6 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულება გავაფორმეთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა Eagle Hills - Belgrad Waterfront-ში უმასპინძლა.
Belgrade Waterfront-ი მასშტაბური ურბანული პროექტია, რომელიც სერბეთის მთავრობისა და კომპანია Eagle Hills Properties-ის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი ქმნის ქალაქის ახალ ცენტრს და საერთაშორისო დანიშნულების ადგილს, რომელიც სასტუმრო და სავაჭრო სივრცეებს, საფეხმავლო ბულვარს, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს მოიცავს. ბიზნესის 68%-ს Eagle Hills-ი ფლობს, ხოლო სერბეთის მთავრობა 32%-იანი წილის მფლობელია.
„გვქონდა შესაძლებლობა, სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მასპინძლობით ბელგრადში დაგვეთვალიერებინა იმ კომპანიის მასშტაბური, ურბანული პროექტი, რომელთანაც, სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. „იგლ ჰილსისგან“ მივიღებთ უპრეცედენტო, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას. „იგლ ჰილსის“ სერბეთში მიმდინარე პროექტის საინვესტიციო მოცულობა ამ ეტაპისთვის 4 მილიარდი ევროა. ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც თანხვედრაშია ქართულ პროექტთან, მათ შორის, აღსანიშნავია განთავსების ობიექტები, ისევე როგორც საცხოვრებელი, სავაჭრო, გასართობი და სარეკრეაციო სივრცეები. რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა, თუ რა ეფექტი და გავლენა ჰქონდა ამ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე. მოვისმინეთ არაერთი დადებითი შეფასება, მათ შორის, დასაქმების ზრდის კუთხით - დაახლოებით 25 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და დაახლოებით 9 მილიარდი ევროს ეფექტი ჰქონდა ამ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრი გაეცნო როგორც უშუალოდ Belgrade Waterfront-ის პროექტს, ისე მისი განხორციელების ეტაპებს, ასევე, დაათვალიერა Belgrade Waterfront-ის შოურუმი და კომპანიის სათავო ოფისი, რომელიც ბელგრადის ცენტრში, 1907 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდებარეობს.
„იგლ ჰილსის“ პროექტი მარიამ ქვრივიშვილმა დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა. ორი ქვეყნის მინისტრებს „იგლ ჰილს ბელგრადის“ გენერალურმა მენეჯერმა ზორანა ბურლიცმა უმასპინძლა.
1766472795
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გა...
1766472745
საზოგადოებაპოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანები...
1766472503
ახალი ამბებიაქტივისტის სკანდალური აღიარება - მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მიმდინარე აქციებს აფინანსებენ
ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ. კერძოდ, მეყანწიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ მამუკა ტოროშელიძეს აქციისთვის დინამიკები...
1766470506
ახალი ამბებიპაპუაშვილი ლომჯარიაზე: ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბი დასკვნა შეადგინა, მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, შექმნა ენჯეო, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო
ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბი დასკვნა შეადგინა, მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, შექმნა ენჯეო, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინან...
1766467835
საზოგადოებაკუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „საბაგირო გზას ჩაუტარდება რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები, რომლის და...




























