შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია
„რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
ჟურნალისტებმა მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
„როდესაც ხელისუფლება საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამას ვგულისხმობთ კიდეც. სამართალდამცავი უწყებები მომართულნი არიან იმისკენ, რომ პოლიტიკურ თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონდეს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი. გენერალურმა პროკურორმა დეტალურად ისაუბრა იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია, შესაბამისად, შინაარსობრივ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაზეც ისაუბრა გენერალურმა პროკურორმა ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული და უკანონო თანხებით ფინანსდებოდა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. მე ამაზე დავფიქრდებოდი, თუ რასთან გვქონდა საქმე. როგორც ჩანს, პროპაგანდისტული მედიაც შეთანხმებული იყო ასეთ დროს იმისთვის, რომ შესაბამისი მედია გაშუქება ჰქონოდა, ან არ ჰქონოდა რაღაც საკითხებს. იმედია უფრო მეტ დეტალს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, თუ გაიხსენებთ მის გამოსვლას, პარტიის ყრილობაზე აქცენტები, რომელიც მან დასვა, მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია.
1766477529
საზოგადოებაპაპუაშვილი ლომჯარიაზე: როდესაც სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად
„როდესაც ლომჯარიას სახალხო დამცველის ვადა ამოეწურა, ჩამოაყალიბა „ენჯეო“ და მიიღო მილიონობით დაფინანსება იმ ევროკავშირისგან, რომელიც მის ყალბ დასკვნებს იყენებდა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, შემდეგ...
1766475798
ახალი ამბებიკახა კალაძე: თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა - თბილისი არის ყველას ქალაქი
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმარ...
1766475179
ახალი ამბებინინო წილოსანი მის მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, პირდაპირ ბრალსაც ვერ მდებენ, რომ ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა არ მოუწიოთ
უკვე მეორედ ააგორეს ეს სიგიჟე, - ასე ეხმიანებაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ტყის და მთის მასივის დაზიანება...
1766473602
ახალი ამბებიგრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენო...
1766473351
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძ...



























