პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ნანა ქადაგიშვილი გამოკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ნანა ქადაგიშვილი გამოჰკითხა, რომელმაც მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ნანა ქადაგიშვილმა განაცხადა, 2004 წლის ივლისში, მისი მეუღლე და შვილი „გამა ბანკში“ ფულის გათეთრების ცრუ ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი თავადაც, დიასახლისი, მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ცდილობდა ოჯახის წევრების უდანაშაულობის დასამტკიცებლად მტკიცებულებების შეგროვებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ „შავ სიაში“ მისი მეუღლე ამირან ქადაგიშვილი მას შემდეგ მოხვდა, რაც „ვარდების რევოლუციამდე“ 2-3 თვით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გივი თარგამაძეს უარი განუცხადა რევოლუციის დაფინანსებაზე.

ნანა ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი მეუღლე, ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმის, დათო სააკაშვილის იურისტები „გამა ბანკში“ დაესაქმებინა.

მისი თქმით, 2004 წელს ბანკში პროკურატურის შესვლისა და ბანკის საქმიანობაში შემდგომი ჩარევის შემდეგ, ორ წელიწადში, ბანკის ლიკვიდაცია მოხდა.

ნანა ქადაგიშვილმა დეტალურად ისაუბრა „მოდულის შენობაში“, ციხეებში და ციხის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მძიმე პირობებზე, ასევე, მისი მეუღლისა და შვილის ცემის ფაქტებზე.

როგორც მან აღნიშნა, მის მეუღლესთან და შვილთან კამერაში სხვადასხვა ციხეებიდან გადმოყვანილი „კანონიერი ქურდები“ მოათავსეს, რომლებიც ამირან ქადაგიშვილს ფულს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ, რა დროსაც მას თავი გაუხეთქეს.

ნანა ქადაგიშვილის განცხადებით, მისი შვილი ციხეში „ბე“ ჰეპატიტით დაავადდა, რაც გათავისუფლების შემდეგ მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. მის მეუღლეს კი, ჯანმრთელობა იმდენად დაუზიანდა, რომ გათავისუფლების შემდეგ ისიც გარდაიცვალა.

მან ასევე ისაუბრა მათი ოჯახისთვის წართმეულ და გასხვისებულ ქონებაზე.

როგორც ნანა ქადაგიშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოდან საქმის გამოტანაზე უარის თქმის შემდეგ, მას ჩამოართვეს დარჩენილი ერთადერთი ბინა და ერთ ლარად გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორს გადასცეს.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მათი ოჯახის საქმით დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ მოსამართლეს, რომელიც აღნიშნულ საქმეში სიმართლის დადგენას ცდილობდა, შვილი დაუკავეს.

„თქვენი აქ მობრძანება იმის დასტურია, რომ რეალურად თქვენ დღესაც აგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მართლაც ეს საქართველოს, ჩვენი მომავლის მტრები, ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდნენ. ამ ბრძოლისთვის მადლობა და გისურვებთ, რომ ის 160 ტომზე მეტი, რომელიც პროკურატურაში დგება, მალე დასრულებულიყოს და ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყოს“, - მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ნანა ქადაგიშვილს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1747227017

სპორტი

პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2) ფინალში უზბეკი დავურხონ კარომატოვი დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და...

ზვიად გოგოჭური

1747225015

მსოფლიო

„მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ“ - რომის პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან, თავისი შუამავლობა შესთავაზა

რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი შუამავლობა შესთავაზა მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან. ამის შესახებ პაპმა 14 მაისს 23 აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გან...

რომის პაპი

1747222737

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას...

გენ პროკურატურა

1747222726

ახალი ამბები

„ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს და ჩვენგან ელოდებიან პასუხს?! ჩემი აზრით, პასუხი უნდა იყოს სარკისებური, ხისტი და მიზანმიმართული!“ - ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობასა და თავხედობას, ან ა...

ზურაბ ქადაგიძე

1747220504

ახალი ამბები

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლ...

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა