ლევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდებათ და შემდეგ ამას ნუ დაარქმევენ ნურც პოლიტიკურ დევნას, ნურც პოლიტპატიმარს

„ევრო ბიუროკრატები თურმე გვიწუნებენ იმას, რომ დაკავებულები არიან პოლიტიკოსები - თუ ადამიანი თავისი ფეხით მიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნუ გაუკვირდებათ და შემდეგ ამას ნუ დაარქმევენ ნურც პოლიტიკურ დევნას, ნურც პოლიტპატიმარს და ა.შ“, - ეს განცხადება „ღამის კურიერის“ ეთერში „ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

მისივე სიტყვებით, არცერთი პროფესია ინდულგენცია არ არის და ვინც კანონს დაარღვევს, ის შესაბამის სასჯელს მიიღებს.

„ეს მათ სჭირდებათ სპეციალურად, იქიდან გამომდინარე, რომ თემები შემოაკლდათ, უკვე არჩევნებზეც ვერაფერს ვერ ამბობენ, რადგან მტკიცებულებაც დადებული არ აქვთ და ახლა მათი დღის წესრიგი არის მთლიანად აწყობილი იმაზე, რომ თურმე, საქართველოში დაწყებულია პოლიტიკური დევნა.

ვერც "ქართული ოცნება", ვერც მთავრობა და ვერც საგამოძიებო უწყებები ვერც ვერავის ვერ დააძალებენ, რომ კანონიერად იმოქმედოს და ვერც ვერავის ვერ აიძულებენ, რომ საპირისპიროდ იმოქმედოს. ყველამ იცის კანონი - ინდულგენცია არც პოლიტიკოსობა და არც რომელიმე სხვა პროფესია არ არის. ვინც მოქმედებს კანონის ფარგლებში, არაფერი, ხოლო ვინც კანონს არღვევს, ის მიიღებს იმ პასუხს, რაც არის ამ კანონით გათვალისწინებული“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751304338

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს

უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...

ირაკლი ზარქუა

1751303273

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი

ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...

ლევან მახაშვილი

1751303239

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ

ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...

გურამ მაჭარაშვილი

1751303207

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს

ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...

დავით მათიკაშვილი

1751302684

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩზე: სამწუხაროა, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე

„სამწუხაროა ასევე ისიც, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმის წახალისება და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...

მაკა ბოჭორიშვილი