მაჭავარიანი: გარე უფროსები თავიანთ აგენტურას ავალებენ, არ გამოცხადდეთ კომისიაზე, რათა კანონის შესაბამისად სანქცია შეეხოთ, აღმოჩნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მეტი სალაპარაკო მიეცეთ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკური დევნაა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „გარე უფროსებმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვეს, როდესაც სიები ჩაახსნევინეს“.

როგორც მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, იგივე "გარე უფროსები" ახლა "თავიანთ აგენტურას" ავალებენ, კანონი დაარღვიონ, რათა ციხეში აღმოჩნდნენ და შეიქმნას ისეთი სურათი, თითქოს პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.

„ისინი აკვირდებიან, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. მათ, ანუ ოპოზიციის გარე უფროსებზე მაქვს საუბარი, ოპოზიცია დატოვეს ქუჩაში, როდესაც ჩაახსნევინეს სიები. 61 მანდატი სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. სერიოზული ტრიბუნის გამოყენება შეეძლოთ პარლამენტში, კომისიებში მონაწილეობა და ა.შ. თვითონ დატოვეს ქუჩაში, ვინაიდან ეგონათ, რომ იმ წნეხის საფუძველზე, "ქართულ ოცნებას" გადაადგმევინებდნენ იმ ნაბიჯებს, რაც გადაგვადგმევინეს 2020 წელს, როდესაც ჩვენ კომპრომისებზე წავედით. ჩვენ კომპრომისებზე არ წავედით, ოპოზიცია დარჩა ქუჩაში. შემდეგ არის საგამოძიებო კომისია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და ალბათ, ყველა ეთერში ეს უკვე გავიდა ოპოზიციური ტელეარხების გარდა. აშშ-დან დაწყებული, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია - ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები, თუ რა სანქცია მოჰყვება იქ, როდესაც პოლიტიკოსი ხარ თუ ბიზნესმენი ხარ, ყოფილი პრემიერი ხარ თუ პრეზიდენტი საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ. აბსოლუტურად ყველგან არის სანქციები და, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით მკაცრი სანქციებია, ვიდრე ამას ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა. იმ ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობდა 2003-2011 წლებში, რასაც ჩვენ ვისმენთ და ვუყურებთ. ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა უშუალოდ დაზარალებული მხარისგან ვისმენთ ამ ყველაფერს, რაც გაცილებით მძიმეა. რა თქმა უნდა, ვისთანაც კითხვის ნიშნებია, ყველა არის დასაბარებელი. თუ ადამიანი მართალი ხარ, რაზეა საუბარი, მიდი და დაამტკიცე შენი სიმართლე, მთელი საქართველო გიყურებს. ახლა თავიანთ აგენტურას ავალებენ, არ გამოცხადდეთ კომისიაზე, რათა თქვენ კანონის შესაბამისად სანქცია შეგეხოთ, რომ აღმოჩნდეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ჩვენ კიდევ მეტი სალაპარაკო მოგვეცეს, რომ საქართველოში თურმე პოლიტიკური დევნაა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751304338

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს

უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...

ირაკლი ზარქუა

1751303273

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი

ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...

ლევან მახაშვილი

1751303239

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ

ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...

გურამ მაჭარაშვილი

1751303207

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს

ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...

დავით მათიკაშვილი

1751302684

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩზე: სამწუხაროა, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე

„სამწუხაროა ასევე ისიც, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმის წახალისება და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...

მაკა ბოჭორიშვილი