პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის ყრილობაზე: მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ, ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს

„დღეს მე ვიყავი ქალაქის მერიაში და შევიტანე განცხადება „რუსთაველის გამზირის“ მოთხოვნით, რომ 4 ოქტომბერს დაგვითმონ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი“, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა გადაცემაში „360 გრადუსი“.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ბურჭულაძეს ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის საჯარო პასუხი წაუკითხა, რომლის თანახმადაც დინამოს სტადიონი არის კერძო საკუთრება, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ რომან ფიფიასა და კლუბ „დინამოს“.
ბურჭულაძე მიმართავს ქალაქის მერიას, რომ გადაუხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, რამდენადაც მას ამის ფული არ აქვს.
„მაშინ გვჭირდება შუამდგომლობა, ასეთი დიდი ყრილობის გადაწყვეტა სტადიონის დირექტორს ვერ უნდა დაავალო. როცა ხდება რაღაც ეროვნული რამ, მაშინ ქალაქმა უნდა აიღოს და დაიქირაოს.
მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს ამის თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ. ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ყრილობა, რომელიც უნდა გამოადგეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
1751304338
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...
1751303273
საზოგადოებალევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი
ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...
1751303239
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ
ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...
1751303207
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს
ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...
1751302684
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩზე: სამწუხაროა, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე
„სამწუხაროა ასევე ისიც, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმის წახალისება და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...