პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
ცვლილების მიხედვით, კანონის გარდამავალ დებულებას ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება იმ პირსაც, რომელსაც 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წელი უსრულდება.
საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
„პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ბავშვებს, რომლებიც 16 სექტემბრის შემდეგ 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დაბადებული, შესაძლებლობა მიეცეთ ისარგებლონ რეგისტრაციის ყველა ეტაპით. აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოხდეს“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
1775112756
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს დაიწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტ...
1775112668
ახალი ამბებისიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება, მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა მამა გიორგი ვაშალომიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა. „ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავ...
1775112378
ახალი ამბებიცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: უბრალოდ ყველას ყველაფერი გვახსოვს და როგორ ბედავს რომ ცხოველების უფლებებზე და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?
ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს“. კვალიაშვილის თქმით,...
1775109716
ახალი ამბებისამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე, გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტ...
1775107491
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: ყველანაირად ცდილობენ როგორმე რეპუტაციული ზიანი მიაყენონ დედაეკლესიას, წმინდა სინოდს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მათ აღიზიანებს ის, რომ საზოგადოება გაერ...




























