ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით
„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მის განცხადებებს სასამართლო სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით „სამწუხარო სპეკულაცია მოყვა“.
როგორც ბოჟაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის კონკრეტულ მოსამართლეზე არ საუბრობდა, არამედ პირობითად ისაუბრა იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში.
მისივე განმარტებით, მან აღნიშნა, რომ დღეს როგორც მოსამართლეები, ასევე სასამართლო სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და ემსახურება კანონს და კონსტიტუციას.
„სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე არ ვსაუბრობდი კონკრეტულ მოსამართლეზე, პირობითად ვისაუბრე იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში.
მეორე და მთავარი - მე აღვნიშნე, რომ დღეს როგორც მოსამართლეები, ასევე სასამართლო სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და ემსახურება კანონს და კონსტიტუციას. ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, აღვნიშნე, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ შექმნას ისეთი დაცვის მექანიზმი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი მოსამართლეები და სასამართლო დაცული იყოს ყოველგვარი სავარაუდო გავლენისგან.
მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ ნუ წარმომაჩენს, კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად! მოვუწოდებ ყველას, ნუ ეცდებიან დაამთხვიონ ჩემი სიტყვები „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს წარმოვადგენ ხელისუფლების ოპოზიციას - ჩემს ინტერესსა და პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედის, ნაცმოძრაობის მსგავსად შავი ვამტკიცო თეთრზე, ვისაუბრო არარსებულ „კლანზე“ და არ არის მისაღები, რომ რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს ხელოვნურად დაამთხვიონ ჩემ მიერ ართქმული სიტყვები“, - განაცხადა ბოჟაძემ.
1781098446
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ყველაზე რთულ, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს, საზოგადოების მხარეს, დადგნენ სხვების მხარეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მოტივაცია და ამოსავალი წერტილი საკუთარი ქვეყნის ინტერესები კი არა, უცხოურ დედაქალაქებში თავის მოწონება, შექ...
1781098071
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმ...
1781097974
ახალი ამბებიპროკურატურამ ხუთი პირი დააკავა - ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირ...
1781097171
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6593 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6607 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1781096835
ახალი ამბებიანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი“ გამოიყენა, ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს
პარლამენტის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას სიტ...


























