პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის ინიციატივით, ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული უძღვებოდა.
შეხვედრის მონაწილეები ქართული ხორბლისა და პურის წარმოების მიმართულებით მომუშავე მეწარმეებისა და ფერმერების საქმიანობასა და საჭიროებებს გაეცნენ, დარგობრივი და სამეცნიერო ორგანიზაციების ხედვა მოისმინეს. შეხვედრაზე ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის მიზანი იუნესკოს (UNESCO) მიერ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალების“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენებაა. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ქართული ხორბლის ისტორიული, კულტურული და გენეტიკური მემკვიდრეობის ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნის ხელშეწყობას ისე, რომ კომერციული განვითარების პროცესში მისი ავთენტურობა, ხარისხი და თვითმყოფადობა შენარჩუნდეს.
„ვისაუბრეთ ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების გამრავლების, მათი წარმოებაში უფრო ინტენსიურად დანერგვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. ეს ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული სიმდიდრეა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. ქართული ხორბლის მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნა საერთო საქმეა. ამ პროცესის საფუძველი დარგში მომუშავე ადამიანების გამოცდილება, საჭიროებები და ერთობლივი მოქმედება უნდა იყოს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
შეხვედრის მონაწილეები ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით შერაზადიშვილი.
1794323319
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...
1794322384
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი
„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...
1794321103
ახალი ამბებიგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განა...
1794320997
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის მიმართულებას ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო - ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა
გიორგი ვოლსკიმ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ პარტიის წარმომადგენლები ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარ...
1794320201
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა. შეხვედრა თურქ...




























