მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამკლავება და რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ომისა და კონფლიქტის უმძიმესი შედეგები საკუთარ თავზე გამოცადა“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები – კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა. მინისტრის განცხადებით, მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, არამედ მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზიანის დაძლევა, რეაბილიტაცია და განვითარება. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება. ეს ყველა ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა. საქართველომ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კონფლიქტის შედეგები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება. კონფლიქტის შედეგები აღემატება ნგრევასა და ადამიანურ დანაკარგს, აისახება თაობებზე და ადამიანთა ცხოვრებაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ეს არ არის ჩვენი ისტორიის მხოლოდ ცალკეული მონაკვეთი. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და რუსულენოვანი განათლების იძულებით თავს მოხვევა ხელყოფს არა მხოლოდ მათი განათლების უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის მათ იდენტობას, კულტურასა და საკუთარ ქვეყანასთან კავშირს. სწორედ ამიტომ, კონფლიქტის პირობებში ბავშვთა დაცვა უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ჰუმანიტარული აუცილებლობა, არამედ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საკითხი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენდა, რამაც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ძალისხმევა განვითარებისკენ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შექმნისკენ მიემართა. ჩვენმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, რომ მშვიდობა ბრძოლის არარსებობაზე ბევრად მეტია. მშვიდობა ქმნის პირობებს საზოგადოების განვითარებისთვის – განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებებში ინვესტირების, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობის და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმატების მიღწევისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობის უზრუნველყოფით. ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ მათ წინაშე არსებული გარემოებებისა. თუმცა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ეს კვლავ განუხორციელებელ მისწრაფებად რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას: მოუგვარებელი კონფლიქტების ფასი მხოლოდ ტერიტორიული დაყოფითა თუ პოლიტიკური უთანხმოებებით არ განისაზღვრება. ეს ასევე უნდა შეფასდეს ადამიანური დანაკარგით, დაკარგული შესაძლებლობებითა და მთელი თაობისთვის წართმეული მომავლით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები, თუმცა მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794315951

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი გამყარდა

1794315859

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას

„ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794314052

საზოგადოება

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს

ქობულეთში გაზქურის გამათბობლის აფეთქების შედეგად დაშავებული დედა და 3 წლის ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, გაზქურის აფეთქების შ...

სასწრაფოს მანქანა

1794313164

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში აბებე ადუგნას შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შო...

პრემიერი პრემიერი

1794312432

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: გლობალურ პოლიტიკაში ბევრი გამოწვევაა - ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა

„გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და სა...

ნიკოლოზ სამხარაძე