მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა. შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო - თურქეთის თანამშრომლობა ენერგეტიკის და ამ სექტორში ინვესტიციების მიმართულებებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ორმხრივ და რეგიონულ ფორმატებში, მათ შორის, თანამშრომლობაზე ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.

ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტებზე. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განახლებადი ენერგიის სექტორში ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოსთან ერთად ხელს აწერენ აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები. აღნიშნული შეთანხმება რეგიონში ენერგეტიკული დაკავშირებადობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემასა და მიწოდებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია მონაწილეობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794312432

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: გლობალურ პოლიტიკაში ბევრი გამოწვევაა - ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა

„გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და სა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794311686

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ, ეს წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება ტურიზმისთვის

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებთან მიერთ...

ლევან მახაშვილი

1794311371

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციის დუმილზე: ნარატივში დაიკარგა რადიკალური ოპოზიცია

„აგენტურამ მიიღო დავალება, რომ ჩინეთი არ ელანძღათ იქიდან გამომდინარე, რომ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩინეთის...

ლევან მაჭავარიანი

1794310201

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას

„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...

ლევან მახაშვილი

1794308536

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა, ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართ...

ირაკლი ქადაგიშვილ