ლევან მახაშვილი: საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი
„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკომისიის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით.
ლევან მახაშვილმა თავის გამოსვლაში ანგარიშის საგარეო პოლიტიკურ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
„უკვე ბევრი ითქვა რატომ არის ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმა. საქართველოს, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას,
სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დასავლური სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, პირდაპირ მოუწოდებენ თავის უშუალო ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნები სამ საკითხს უკავშირდება - საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მაქსიმალურად და სრულად დაახლოებას, ქვეყნის სავიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო რეჟიმთან დაახლოებას და სანქციებთან მიერთებას.
„ამ დოკუმენტის მიმართ იმიტომ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, რომ არ გვინდა საქართველო სხვა ქვეყნების დაპირისპირების და კონფრონტაციების მონაწილე გახდეს. საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება. ეს თემები რომ გავითვალისწინოთ, თითოეული დილა უნდა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით, სავიზო რეჟიმები უნდა დავუწესოთ: თურქეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, რუსეთს და სხვებს.
სანქციები უნდა დავაწესოთ და ხართ მზად ამისთვის ოპოზიციონერო კოლეგებო? ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო. ამ კითხვებზე თქვენ არ სცემთ პასუხს, თორემ საქართველოს მოსახლეობამ უკვე არაერთხელ გასცა პასუხი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზე“, - დასძინა ლევან მახაშვილმა.
1794315859
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას
„ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრ...
1794314052
საზოგადოებაქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს
ქობულეთში გაზქურის გამათბობლის აფეთქების შედეგად დაშავებული დედა და 3 წლის ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, გაზქურის აფეთქების შ...
1794313164
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში აბებე ადუგნას შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შო...
1794312432
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: გლობალურ პოლიტიკაში ბევრი გამოწვევაა - ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა
„გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და სა...
1794311686
ახალი ამბებილევან მახაშვილი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ, ეს წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება ტურიზმისთვის
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებთან მიერთ...



























